09 იან 2020 06:48 4063
"ჰოთნიუსი" ესაუბრება დეკანოზ გიორგი მანალაძის დედას, ქეთევან მაღლაკელიძეს:
"ამბობდით, რომ ბერობა სურდა დეკანოზს, შემდეგ რატომ გადაიფიქრა?
_არ ვიცი, იქ რა მოხდა, ვისთან რა ილაპარაკა, ვის გაენდო, თუ რამე ნახა და აღმოაჩინა იმ საპატრიარქოში, მაგრამ შემიძლია, თავისუფლად და გულღიად ვილაპარაკო, პატრიარქი რომ ბობოყვათში ჩამობრძანდებოდა ხოლმე იმ მომენტებზე... თუ მამაოს უნდოდა შორენას თუ პატრიარქის მკვლელობა, ჩემი ოჯახიდან ჩემი გაკეთებული ხაში და პურ-მარილი რომ მიდიოდა 50 ლიტრიანი ქვაბებით. მთელი დაცვის ბიჭები იკვებებოდნენ ჩემთან, ხშირად ვეკითხებოდი, აქ რომ ხართ, პატრიარქთან ვინაა-მეთქი და მპასუხობდნენ, მამალაძე იქაა და ჩვენ რა გვაშინებსო? ჩემი ჭურჭელი, ხორცსაკეპი მანქანა რამდენ ხანს იყო იმ რეზიდენციაში. პატრიარქს კი არა, მთელ სინოდს გააფრთხობინებდა სულს, ერთი წამალი რომ გამოესვა იმ მანქანაში. მამაო პატრიარქთან ერთად აუზში ბანაობდა, 90 წლის მოხუცის მოკვლას რა უნდა, რომელიც თავს და ტანს ვერ იკავებს, 2 წუთი წყლის ქვეშ გაჩერდა და ვერ ამოისუნთქა, ვსიო, უკვალოდ გაქრა ყველაფერი, მოკვდა, გული გაუჩერდა, ეს რომ ნდომოდა მამაოს.
_ქალბატონო ქეთინო, თქვენი შვილის და რძლის კონფლიქტი მოგვარდა და ფიქრობთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ მამა გიორგიმ რაც იცოდა, ვინმეს გაანდო?
_დიახ, ჩაწყნარდა მამა გიორგი, ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელა და რატომღაც მგონია, რომ ვიღაცებთან ეს ამბავი თქვა, რადგან იმ პერიოდში ისეთი აფორიაქებული და დამძიმებული იყო, მონასტერში წასვლა უნდოდა. რომ აბრალებენ პატრიარქობა უნდოდაო, უწიგნურების გასაგონად ვამბობ, ასაკი არ უწყობდა ხელს, მაშინ 35 წლის იყო, ასევე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბერი, რასაც ძალიან ეწინააღმდეგებოდა მისი ოჯახი და ცოლი. რა დროს მისი ბერობა იყო, სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. მეუფე დიმიტრივით ყოვლისშემძლე ბიძა არ ჰყავდა ჩემ შვილს, რომ ამ მაქინაციური სქემებით სამი შვილი გაეზარდა ვიღაცას ისე, როგორც მეუფეს გაუზარდეს შვილები. ერთი მშრომელი, გულღია, კარებღია ოჯახი ვართ. ასე რომ, მამაო თავის ეტაპზე ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგა და წინსვლის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, რადგან შემდეგი სვლა იყო ბერობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ოჯახისთვის და ცოლისთვის"
ჰოთნიუსი