09 იან 2020 06:59 2577

"ექიმებში დაარბენინებდა შორენას ჩემი შვილი, სიკვდილი რომ სდომნოდა მანქანიდან გადაისროდა სადღაც"

"ჰოთნიუსი" ესაუბრება დეკანოზ გიორგი მამალაძის დედას ქეთევან მაღლაკელიძეს:

 

"_ ოჯახს რა ინფორმაცია გაქვთ, რისთვის ეძებდა ციანიდს თქვენი შვილი?

_ ამბობდა, რომ შორენას უნდოდა ოქრომჭედლისთვის რაღაც ნივთიერება, მაგრამ რა ერქვა ამ ნივთიერებას, არც მიკითხავს. მამაო ისეთი ტიპია, არც ჩაგრევდა, ეს რაც ვიცი, ჩუმად რაც მომისმენია... ტელეფონზე ლაპარაკობდა და ვიღაც შორენას ახსენებდა, მაშინ ნანახიც არ მყავდა. ერთი ვიცი, რომ ჩამოსული იყო აქ ბობოყვათში და მე ვმუშაობდი საპატრიარქოს მოხუცებულთა თავშესაფარ „სავანეში“, მამაომ დამირეკა, უსუფა ხაბაზის ნომერი მკითხა და და აღმოჩნდა, რომ შორენას ფეხები სტკივა და მას არბენინებდა ექიმებში ჩემი შვილი. ხაბაზები არიან ცნობილი ექიმბაშის შვილები და რაღაც მალამოები აქვთ, მაგის სიკვდილი რომ სდომოდა, ფეხებზე კი არ უმკურნალებდა, მანქანიდან გადაისროდა სადღაც.

_ და, შორენამ რომ დაავალა რაღაც ნივთიერება, ეს საიდან გაიგეთ?

_ ტელეფიონზე საუბრობდა, შორენას რაღაც ნივთიერება სჭირდებაო, მაგრამ რა სჭირდებოდა, ამას არ ამბობდა და არც დავინტერესებულვარ ამით. რაც ნამდვილად ვიცი ისაა, რომ საპატრიარქოში ბერები ვერ იძინებდნენ და რაღაც წამლების შოვნაზე იყო აქ სირბილი აჭარაში.  მეუფე დიმიტრიმ რომ გაიგოს, რაღაც წამლებზე რომ დარბოდა მისი მძღოლი და წამლებს შოულობდა, ეტყობა ძველი ნაყაჩაღარი და ნამორფინისტალი ბერები რომ ჰყავთ საპატრიარქოში, უძილობები და კოშმარები რომ აწუხებდათ, მათთვის უნდოდათ. მეუფე დიმიტრი შეეკითხოს თავის მძღოლს, ვინ ბრძოლობდა ამ წამლების საშოვნელად, რომ ამ ნაყაჩაღარ და ნახიშტარ ბერებს მშვიდად ეძინათ და თუ არ იტყვის მისი მძღოლი, მაშინ მე ვიტყვი."

 

ჰოთნიუსი