09 იან 2020 07:14 1395
"ჰოთნიუსი" ესაუბრება დეკანოზ გიორგი მამალაძის დედას, ქეთევან მაღლაკელიძეს:
"როგორია ახლა დეკანოზის ოჯახის მდგომარეობა?
_ ძალიან მძიმე. საერთოდ არ ველოდით, რომ ნიკა გვარამია მამაოსთან შედიოდა, შემთხვევით საინფორმაციო გადაცემიდან გავიგეთ. ნიკა როცა ყვებოდა მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მამაოს შუათანა შვილი ლამის ხელში ჩაგვაკვდა, მთელი ღამე ძლივს დავაწყნარეთ. მამა მიკვდებაო და ბავშვი ლამის კრუნჩხვაში ჩაგვივარდა. თათე მამალაძის მდგომარეობა რაც იყო მაშინ, მეუფე დიმიტრის შთამომავლობას არ ააშოროს ისეთი დღეები ღმერთმა. სოსო ოხანაშვილი რომ გაიქცა და აანონსებდა, რომ ციანიდის სკანდალი რა არის, უარესი სკანდალები მაქვსო, სად გაიქცა ლაჩარი?! იქ რომ მეტრაბახა მეუფე რეზიდენციაში, ჩემ სიძეს 17 სპეცსკოლა აქვს დამთავრებული, უბრალო ხომ არააო. რომელ სიძეს, რომელსაც მთელი ცხოვრება არ ელაპარაკებოდა? მაგას თუ ჰგონია, არაფერი ვიცი, ძალიან შემცდარა. რაფერც მისი სიდედრი უპატრონოთა თავშესაფარ სავანეში მოკვდა. მეუფეს სიდედრი უპატრონოთა სახლ „სავანეში“ იყო რამდენ ხანს."
ჰოთნიუსი