09 იან 2020 10:39 685

ოპოზიცია აქციებისა და პიკეტირებებისთვის ემზადება - ხელისუფლების ოპონენტები ახალ სამოქმედო გეგმაზე დღეს იმსჯელებენ

 

 

ოპოზიცია აქციებისა და პიკეტირებებისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები ახალ სამოქმედო გეგმაზე დღეს იმსჯელებენ. დღვანდელ სხდომაზე გაირკვევა რა ფორმით აპირებენ ბრძოლას სამართლიანი სამართლიანი არჩევნებისთვის .
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მწვავე აქციები გაგრძელდება იმისტვის, რომ ხელისუფლება და ივანიშვილი იძულებული გახდეს, რომ დათმოს პროპორციული.

 


"გაგრძელდება აქციები, გაგრძელდება პიკეტირება, მწვავე აქციები, იმისთვის, რომ ხელისუფლება და ივანიშვილი იძულებული გახდეს, რომ დათმოს პროპორციული. თუ ის არ დათმობს პროპორციულს და უკანონოდ ჩაატარებს შერეული სისტემიოთ არჩევნებს, ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს გეგმები, როგო ჩამოვაშოროთ და კონსტიტუციის ფარგლებში როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა" - აცხადებს გიგი უგულავა.