09 იან 2020 10:57 952

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ბოლო ცნობები

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი მეუღლე ანა ჯაბაური თურქი ექიმების ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება.

„ჯერჯერობით ისევ ისეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მიუხედავად ამისა, როგორც ექიმები ამბობენ, ჯერ მისი გამოღვიძება ადრეა. ჯერჯერობით ისევ მართვით სუნთქვაზეა, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ასე სჯობს იყოსო, როგორც ექიმებმა თქვეს“, - განუცხადა "აიპიენს" ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. საქართველოდან გადაყვანის შემდეგ, მას საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაცია აღარ ჩატარებია.