09 იან 2020 11:13 470

„გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე, ეს არ უნდა მომხდარიყო“ - გახარიას აღიარება

 

 

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ წყალმომარაგების პრობლემაზე ისაუბრა და

მისი თქმით, მთავრობას მეტი პრევენციული სამუშაოების ჩატარება მართებდა, რათა წყალმომარაგების პრობლემა არ ყოფილიყო.

„იყო წყალმომარაგების პრობლემა გუდაურსა და ბაკურიანში. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა და ეს არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით ამის გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები. თუმცა, ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად ახორციელებს, არის უაღრსეად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა. დღეს ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები, გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური. დღეის მდგომარეობით, პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არ არის, მაგრამ შესაბამისი უწყებები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოეს საათებში მოგვარდება“, - განაცხადა გახარიამ.