09 იან 2020 11:43 768

„რადგანაც მსოფლიო ომს გადავრჩით , ჩვენს ბოსტანს მივხედოთ“

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გუჯა ბიძია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

 

„რადგანაც მსოფლიო ომს გადავრჩით , ჩვენს ბოსტანს მივხედოთ.
ამ ახალწლებამდე კაი ხნით ადრე კარზე დამიკაკუნეს. გავაღე და შეიძლებაო? მიღიმის ვიღაც ქალბატონი. მეთქი არა, მშობლებმა მასწავლეს უცხო სახლში რომ არ უნდა შემოვუშვა, მეთქი. არა ვარო, უცხო, მშობლიური მერიიდან ვარო, შენზე ვზრუნავო. აბა, დამიმტკიცე, და ახლავეო.. რამდენი ხარ სიმაღლეშიო, ამომხედა. მეთქი, მეტრიდევიანოსტო. ა, ხო ხედავო, არ ეტევიო აქო, და არ გინდაო, ამ ხრუშჩოვკიდან მაღალ და ნათელ კორპუსში რომ გადახვიდეო? და როგორ მეთქი, და ამ სახლს დავანგრევთ, მის ადგილზე ოცსართულიანს ავაშენებთ და ბოლო სართულზე მოგცემთ ბინასო. ოო, აი, ახლა შემოდი, შემოდი, ერთ კაი ვინმეს გაგაცნობ , გაახარე მეთქი, ამბავით. შემომყვა, მივიყვანე ფანჯარასთან , ფანჯარაში გარედან შემოსული ფიჭვის ხის ტოტი გადავწიე და ვეუბნები, აგე, ამ ფიჭვზე ციყვს ხედავ, მეთქი? კიო,.. ხოდა ყოველ დილით მეზდრასტება, მეთქი, თქვენა კიდევ, ხო ვიცი, ამ ფიჭვნარს გადათხრით, გვერდიგვერდ კორპუსებს ჩადგამთ და მომიწევს ციყვის მაგივრად მეოცე სართულზე მაღლა ღმერთს დავეზრასტო, დავაი, რა, მაცადე მეთქი, მიწაზე ცხოვრება ცოდვილს. კაიო, მაგრამ დავბრუნდებიო, დამაიმედა.
და რა ხდება? გახსოვთ ალბათ, პერიოდი, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით შეჩერდა ბინათმშენებლობა. ერთიმეორის მიყოლებით კოტრდებოდნენ სამშენებლო ფირმები, პირამიდის პრინციპით რომ მუშაობდნენ.
და მსხვილმა მოთამაშეებმა დაიწყეს გამოსავალის ძებნა, და არა იმიტო, რომ ამ კომპანიებისგან გადაგდებულ მოქალაქეებზე შეტკიოდათ გული. არა, ფოკუსი სხვა რამეში იდო, და ეს უკვე სახელმწიფოებივ, სისტემურ დონეზე აყვანილი ფოკუსი იყო - ბინების მყიდველი გამოინახა. ამუშავდა კონვეირიც, სოკოებივით წამოვიდა კორპუსებიც და შედეგად , მხოლოდ 2016 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში, 25 000 -მდე ბინა უცხოელ მოქალაქეზეა დარეგისტრირებული. და ეს იყო 4 წლის წინ, და ახლა რომელი წელია, შეგახსენოთ?
დიახ, სამშენებლო ბიზნესის წარმატების ფოკუსი იმაში მდგომარეობს, რომ ბინების მყიდველების 90% უცხოელია. და მხოლოდ ბინების არა.
2012-16 წლებში 35 575-მა უცხოელმა დაარეგისტრირა საქართველოში სამეწარმეო, ან არასამეწარმეო სუბიექტი. და მათი უმრავლესობა ირანის, თურქეთისა , ეგვიპტის და არაბული ქვეყნებიდან მოქალაქეების ხელშია.
დიახ, უცხოტომელს უძრავ ქონებასთან ერთად ჯერ ბინადრობის უფლება ეძლევათ და მერე მოქალაქეობა.
და სულაც არ გამიკვირდება , იმ პროპორციული, პარტიული საარჩევნო სისტემით, ახლა რომ შეჰხარით, ათიოდე წლის შემდეგ ხელისუფლებაში არაბი , ან ირანელი, მაგრამ აწ უკვე საქართველოს მოქალაქეებისგან შექმნილი პარტია რომ მოვიდეს.
არ იქნებიან ამდენიო? ორი წლის წინ სპორტის სასახლეში ვიღაც არაბი მომღერალის კონცერტი ჩატარდა, გადაჭედილი იყო 8 ათასკაციანი დარბაზი, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ფასი 100 დოლარი ღირდა. გესმით, ხომ რას ნიშნავს ეს ?
გასაგებია მაშინ, თუ ვისთვის შენდება კორპუსები, სასტუმროები, კაზინოები, ბათუმში ცათამბჯენები, თბილისში კომპლექსი პანორამა, და ქუთაისშიც მეგაუნივერსიტეტი და ვისთვის არის ეს ყველაფერი მომგებიანი.
დიახ, ყველა ხელისუფლების დროს არსებული პოლიტოლიგარქიული სისტემისთვის, და უცხოელებისთვის და არა 2 მილიონამდე ემიგრანტისთვის და აქ დარჩენილი , მარიახუანათი დაბოლილი და გამოტელევიზორებული მოსახლეობისთვის.
კითხვები არის?“