09 იან 2020 12:44 534
ამ წუთებში გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამა ანდრია სარია, დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად იმყოფება.
მამა ანდრია სარიამ სასჯელაღსრულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენატრი გააკეთა და განაცახადა, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქომ დეკანოზი სიძულვილის ობიექტად გაიხადა.
„მამა გიორგიმ თვითონ ითხოვა, რომ შევხვედროდი. ზიარება უნდოდა საშობაოდ, მგონი არავის არ უზიარებია. ბოლო საშობაო პერიოდში, ცილისწამების ნიაღვარი მოდიოდა თავდასხმის. არა თუ სიყვარულის ობიექტად, სიძულვილის ობიექტად გაიხადა საპატრიარქომ. მოწყალების ნაცვლად უგულობას აქვს ადგილი“, - აცხადებას მამა ანდრია სარია.
ასევე შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სინოდმა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა, პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე მაინც არ შეიწყალა.