09 იან 2020 12:57 580
„ნაციონალური მოძრაობა“ სიების გადამოწმების კომისიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ტინა ბოკუჩავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი აპირებენ, რომ ეს იდეა ოპოზიციურ პარტიებსაც შესთავაზონ, რადგან 2012 წელს მსგავსი კომისიის მაგალითი უკვე არსებობს.
„ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა: ცესკომ არ დაუშვას ერთთვიანი და დროებითი მოწმობებით ხმის მიცემის უფლება, რადგან მათ არ გააჩნიათ სანდოობის ხარისხი. მათზე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი რ არსებობს და გაყალბება შესაძლებელია. ახლა მაინც ცესკომ მიიღოს კეთილგონივრული გადაწყვეტილება.
მეორე მოთხოვნა არის ის, რომ ხელისუფლებამ დაუშვას წვდომა სიების ფორმირებაზე. ჩვენ ვაპირებთ შევთავაზოთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ შეიქმნას სიების გადამოწმების კომისია, რისი პრეცედენტიც უკვე არსებობს. 2012 წელს შეიქმნა ასეთი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მოიპაროს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.