09 იან 2020 14:28 2385

"ოხანაშვილს ჰყავს შვილები და მამალაძეს - არა? სად გაიქცა ლაჩარი?" - დეკანოზის დედა

 

 

"ჰოთნიუსი" ესაუბრება დეკანოზ გიორგი მანალაძის დედას, ქეთევან მაღლაკელიძეს:

 

 

 სოსო ოხანაშვილი რომ გაიქცა და აანონსებდა, რომ ციანიდის სკანდალი რა არის, უარესი სკანდალები მაქვსო, სად გაიქცა ლაჩარი?! იქ რომ მეტრაბახა მეუფე რეზიდენციაში, ჩემ სიძეს 17 სპეცსკოლა აქვს დამთავრებული, უბრალო ხომ არააო. რომელ სიძეს, რომელსაც მთელი ცხოვრება არ ელაპარაკებოდა? მაგას თუ ჰგონია, არაფერი ვიცი, ძალიან შემცდარა. რაფერც მისი სიდედრი უპატრონოთა თავშესაფარ სავანეში მოკვდა. მეუფეს სიდედრი უპატრონოთა სახლ „სავანეში“ იყო რამდენ ხანს.

_ ანუ, სოსო ოხანაშვილმაც მიატოვა განსაცდელში თქვენი შვილი?

_ აბა, რა ქნა? სად წავიდა და გაქრა. ერთმა მითხრა, რა ქნას სოსომ, ოჯახი და შვილები ჰყავსო. ოხანაშვილს ჰყავს შვილები და მამალაძეს არ ჰყავს ბიჭები?! მაგრამ მასე არ დავეცემით! ვაიმე, ჩემი შვილი თუ ცოცხალი ციხიდან არ გამოვიდა, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, ციხე კაცისაა, შევალ და გამოვალ, რა პრობლემაა. სადაც ჩემი შვილი სამი წელია იქ არის, არც მე მაქვს უკანდასახევი გზა. სიტყვა-სიტყვით ასე დაწერეთ - ღმერთს ევედროს მეუფე დიმიტრი, რომ ჩემი შვილი იქიდან ცოცხალი გამოვიდეს იმიტომ, რომ მაგან არც დედა იცის და არც მისი შვილების დედა არ იცის. მაგან დედა რა არის, საერთოდ არ იცის, უვარგისი ადამიანია და არ უნახავს გამწარებული და გაგიჟებული დედა. მე ვანახებ პირადად, ღმერთს ეხვეწოს ჩემი შვილი ციხიდან გამოვიდეს. ჩემს შვილს ის და მისი რეზიდენციის დედაოები, შანტრაბა რომ ჰყავს შეკრებილი, ზოგს რომ მანქანა წაართვეს და მამაოს გავეშებული არბენინებდნენ და საკითხებს აგვარებიდნებდნენ, ეს ყველაფერი ვიცი მე და ყველაფერს ცხვირწინ დავუდებ მეუფეს. ზედმეტად ნუ ლანძღავს ჩემ შვილს, რადგან არ იმსახურებს ამას. ნურც კრიმინალს აბრალებენ ჩემ შვილს, არანაკლებ ხვდებოდა მეუფე დიმიტრი შავი გაგების ხალხს და საჩუქრებით ასაჩუქრებდა, ვიცი ეს ყველაფერი მე და ყველაფერი სურათებით ცხვირწინ არ დამადებინოს, ვისთან როდის, რა სურათი აქვს გადაღებული. ვინაა მატყუარა, ამას დავანახებ მაგ მშიშარა ლაჩარს.

 

ჰოთნიუსი