09 იან 2020 14:56 775

ავიაკომპანიების ნაწილმა ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში გადმოინაცვლა

 

 

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა მარშრუტები შეიცვალა და ირანის ნაცვლად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ავიაციის სააგენტოში დაუდასტურეს.

საქაერონავიგაციაში ამბობენ, რომ ფრენების სიხშირე 8 იანვრის საღამოდან, წინა დღეებთან შედარებით, უკვე მომატებული იყო. მათივე თქმით, ჯერჯერობით, რაიმე სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა საქართველოს საჰაერო სივრცეს მსგავსი დატვირთვა პრობლემას არ შეუქმნის.

პორტალ Flightradar24 ტვიტერის გვერდზე წერს, რომ აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით საჰაერო მარშტურები უფრო მეტად დაიტვირთა 9 იანვრის დილას.

 

ონ.ჯი