09 იან 2020 15:06 377

დღის განმავლობაში ბაკურიანს წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება

 

 

გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ბაკურიანს წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება. მათივე ინფორმაციით, წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამისგანმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის დამატებითი მარაგი
გაზრდილია. ქსელში წყალი უკვე გაეშვა და მთელ დაბას წყლის მიწოდება დღის
განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება", — აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

ბაკურიანსა და გუდაურში ერთი კვირაზე მეტია წყლის მიწოდების პრობლემაა. გუდაურთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებდა, რომ პრობლემა გუდაურში მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია.

დღეს, 9 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიმა თქვა, რომ ზამთრის კურორტებზე მთავრობას ეს პრობლემა უნდა მოეგვარებია და არ უნდა მომხდარიყო.