09 იან 2020 15:31 812
დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობას არ უნდა დაეშვა ზამთრის კურორტებზე გათულებები.
პარალელურად "ალიას" დაუკავშირდნენ ბაკურიანის მოსახლეობა, ადამიანები, რომლებსაც კოტეჯები აქვთ და აქირავებენ:
"ჩვენ ამ კოტეჯების გაქირავებით ვირჩენთ თავს და ოჯახებს, ერთი ეს პერიოდი გვაქვს ახალი წლის პერიოდი, უამრავი ჯავშანი გვქონდა, ყველა გაგვექცა. გარდა ჯავშანისა, ამ ტურისტებმა, რომლებიც გაიქცნენ, ცუდი კომენატერბი რომ დაგვიწერონ ახლა, წლები მოვანდომეთ საიტებზე რეიტინგების შექმნას დ- ნოლიდან უნდა დავიწყოთ ისევ.
ბაკურიანში უკვე მესამე წელია პრობლემებია, გზის პრობლემა, შუქის და გაზის პრობლემა, წყლის პრობლემაც, მეტნაკლებად.
სამი წლის წინ, წყლის პრობლემა საერთოდ არ იდგა, სამი წლის წინ, არც ამდენი სასტუმრო და სახლი იყო, მშნებელობის ნებართვებს რომ გასცემენ, კომპანიებმა არ იციან, რომ აბონენტები ემატებათ? მომსახურებაც არ უნდა გაიზარდოს და შეიცვალოს?
31 დეკემბერს რომ წავიდა წყალი შობამდე წვეთი წყალი არ წამოსულა ონკანში.
შობას და გუშინ მოვიდა 2 საათით - ყველაფერი დასარეცხი, ყველა დასაბანი - ვის ეყო ის ორი საათი?
ყოველ დრე გვეუბნებიან, რომ აი, დღეს იქნება წყალი - ყოველ დღე გვეუბნებიან და გვატყუებენ.
რეალურად პრობლემები ახალი წლის მერე კი არ დაწყებულა, დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში, დეკემბრის შუა რიცხვებიდან უკვე გრაფიკით გვქონდა წყალი.
ბაკურიანში ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ რეზერვუარი დაუზიანდათ და წყალი დაექცათ. მილები რომ მოიტანეს დასაერთებლად დეკემბერში, რისთვის მოიტანეს და რატომ დაიწყეს დეკემბრის შუა რიცხვებში მილების დაერთება და ვისთვის? რას მოჰყვა რეზერვუარის დაზიანება?
ტელევიზორში ვისმენთ, რომ წყალმზიდებით ამოაქვთ წყალი და გვირიგებენ - ჩვენ არ გვინახავს არც წყალმზიდები და არც დარიგებული წყალი და სად მიაქვთ?
ტელევიზორიდან როგორ გვატყუებთ, განა სადმე შორს ვცხოვრობთ, რომ ხმა ვერ მოგაწვდინოთ? გვიყურებთ და გვატყუებთ.
წაქაძის ქუჩას და მის მიმდებარე დასახლებას, განსაკუთრებით, როგორც კი ფერდობს შეუდგები, წყლის პრობლემა რა ხანია აქვს და ახლა მთელი სეზონი ჩაუგდეთ. ჩვენნაირ დღეში მაცხოვრებელთა სრული უმრავლესობა.
ბატონმა პრემიერმა თქვა, გართულებები არ უნდა დაგვეშვა ზამთრის კურორტზეო.
როცა მთის კალთასაც კი ჭრიან რომ სახლები ჩადგან - მაგ ნებართვებს ვინ გასცემს?
როცა ხეებს ჭრიან რომ სასტუმროები დადგან - იმ სასტუმროს ვინ მისცა ნებართვა?
მაცხოვრებელს რომ ამატებ და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი გაქვს - ეს გართულება კი არა დანაშაულია.
როცა ვიცე პრემიერი მატყუებს, თითქოს, წყალი ამოაქვს - ეგაც დანაშაულია.
როცა რეზერვუარს აფუჭებ და წყალი გექცევა - ეგაც დანაშაულია.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დანაშაულზე პასუხს არავინ აგებს - შესაბამისად, არც მომავალში ვართ დაზღვეულნი.
ზაფხულში ბუღი დგას მშენებლობების გამო, ზამთარში უგზობა, უწყლობა, გაზი და ელექტროენერგია ბჟუტავს, არც ერთს არ ჰყოფნის ძალა - საერთოდ როგორ გვყავს ტურისტი -მიკვირს."
ალია