09 იან 2020 15:46 547
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ეუთო/ოდირი) მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს:
"მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც არეგულირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას საქართველოში, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად, ისინი ვერ ახერხებენ მიუკერძოებელი პროცესის უზრუნველყოფას მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიკერძოებული პოლიტიკის გარეშე. პროცესის დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ყველა პოლიტიკური სპექტრის კანონმდებლები მოსმენებს პოლიტიკურ პლატფორმად იყენებდნენ, ხოლო ინტერვიუებმა, რომელიც მოსამართლეებთან გაიმართა, ვერ მოახდინა იმ ფართოდ გავრცელებული შეშფოთების შემცირება, რომ ბევრი მათგანი აღნიშნული პოზიციისთვის შესაფერისი არ იყო“