09 იან 2020 16:03 549

"ისვე ის სასწაული გვჭირდება, ანიტას ექიმები პნევმონიას ებრძვიან"

 

 

პატარა ანიტა ფაცაცია რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმები პნევმონიას ებრძვიან. როგორც კი ანთება ჩაცხრება ექიმები გოგონასთვის ე.წ. ხელოვნური გულის ჩადგმას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანიტასთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში ანიტას ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

"ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა!

რთული ღამის შემდეგ, ჩვენი გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ამჟამად მშობლებს და ბებიას არ აქვთ ტელეფონზე დალაპარაკების საშუალება, ამიტომ ჩვენც ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს.

ერთდერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ანიტას ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია, ექიმები ებრძვიან პნევმონიას, წინასწარი ვარაუდით, როგორც კი ანთება ჩაცხრება ექიმები აპირებენ ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას.

გვინდა გადმოგცეთ მარიკოსგან ის, რომ ანიტას ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება, ლოცვა და პოზიტიური ენერგია სჭირდება!

გვჯერა, რომ თუ ამდენი ადამიანი გულით ინატრებს, ანიტა უკეთესად გახდება!

თქვენი სიყვარულის იმედი გვაქვს!"