09 იან 2020 16:12 605
ლეონარდო დიკაპრიომ სიკვდილს გადაარჩინა მამაკაცი, რომელიც საკრუიზო იახტის გემბანიდან ზღვაში გადავარდა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა წმინდა მარტინის კუნძულთან- მამაკაცი 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რომლის შემდეგაც იგი შენიშნეს და წყლიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას SKY NEWS-ი ავრცელებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ჰოლივუდელი ვარსკვლავის, ლეონარდო დიკაპრიოს ნავი იმ მომენტში მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ერთადერთი მცურავი საშუალება, რომელიც სამძებრო საქმიანობებს ახორციელებდა მამაკაცის გადასარჩენად 30 დეკემბერს.
ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების თქმით, ლეონარდოს, მისი მეგობრებისა და იახტის კაპიტნის ძალისხმევის შედეგად ადამიანი გადაურჩა გარდაუვალ დახრჩობას, რომლის შანსიც ძალიან მაღალი იყო.
ნიუპოსტი