09 იან 2020 16:18 1079

"ჩემი თვალით ვნახე" - რა ნახა დეკანოზთან ციხეში შესულმა მამა ანდრიამ

 

 

მამა ანდრია სარიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპყრობილეში მოინახულა და აზიარა. შეხვედრის შემდეგ სარია აცხადებს, რომ მათი საუბრის მთავარი თემა მამალაძის ავადმყოფობა იყო:

 

„შეწყალების მოლოდინი, რა თქმა უნდა, ჰქონდა. აცნობიერებს რეალობას, თუმცა ასეთ რეალობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არაა სახარბიელო. როგორც სახალხო დამცველმაც აღნიშნა, ასეთ პირობებში შეუძლებელია მკურნალობის გაგრძელება. ეს არის, რომ ადამიანის დაინვალიდებას შეუწყონ ხელი. როგორც ექსპერტებმა გააკეთეს დასკვნა, იგივე შემიძლია, გავიმეორო, რაც ჩემი თვალით ვნახე - ეს არის გაწირვა ადამიანისა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. მას სჭირდება სერიოზული მკურნალობა და ამაზე უნდა იზრუნოს ეკლესიამ. როცა ამბობს, რომ ის ზრუნავს მის თითოეულ მრევლზე. მამა გიორგი არ არის ეკლესიასთან მებრძოლი ადამიანი, რომელიც ეკლესიის მტერია, ის არასდროს აკეთებს ისეთ განცხადებას, რაც ანტიქრისტიანულია. ის ყოველთვის წმინდა წერილის და რჯულის კანონის ჩარჩოში ჯდება და ეს ჩარჩო არის ქრისტეს სიყვარული.“