09 იან 2020 16:25 1046
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში ოპოზიციის მომხრეები შეიჭრნენ- დარბეულია კაბინეტები და შენობაში არსებული ინვენტარი. ამის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება ფეისბუქზე ერთ-ერთი აფხაზი აქტივისტის მიერ. შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მთავრობის მომხრეებს, პოლიციასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეტაკება მოხდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩენების დანიშვნის საკითხი უნდა განიხილოს.