09 იან 2020 16:50 944

მილები, რომლებსაც "ალია" მეორე დღეა ეძებს - როგორ დაზიანდა ბაკურიანში რეზერვუარი?

 

 

 

"ბაკურიანში წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, არსებული დებიტის კიდევ უფრო გაზრდისა და სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნების მიზნით, მოპოვებული ახალი სათავიდან ქსელზე დაერთებითი სამუშაოები გრძელდება.

წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური სამუშაოებს დღის ბოლოს დაასრულებს, რის შედეგად მოეწყობა ახალი სარეზერვო ქსელი და არსებული წყლის დებიტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბაკურიანის წყალმომარაგებას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მორიგე ჯგუფები ადგილებზე იქნებიან მობილიზებული, რათა შემდგომი ავარიებისა და შეფერხების შემთხვევაში, პრობლემები დროულად აღმოფხვრა"     ნიუპოსტი

 

 

აი, ის მილებიც, რომელსაც ვეძებთ მეორე დღეა და რომლის გაყვანისასაც რეზერვუარი დაზიანდა?

ამჯერად ამ მილებით მოპოვებული ახალი სათავიდან ქსელზე დაერთება მიმდინარეობს - იგივე იყო ჩაფიქრებული თავიდანვე?

რატომ არ დაიწყეს ამ მილების გაყვანა ზაფხულში, ან შემოდგომაზე?

აუცილებელი იყო საახალწლოდ გაეყვანათ?

ისე, მოპოვებული ახალი სათავე რას ნიშნავს - წყლის ახალი სათავე მოვიპოვეთ?

როგორ?

ვინ მოიპოვა?

დავაჯილდოვოთ წყლის ახალი სათავის მომპოვებელი, მაგრამ - რეზერვუარის დამზიანებელი და საახალწლოდ სამუშაოების არასწორად დამგეგმარებელიც უნდა დავსაჯოთ! 

 

ალია