09 იან 2020 17:19 682

კომისიამ ობიექტივი რუსულ ენაზე გასული გადაცემის გამო დაასანქცირა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ობიექტივი ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა "ყველას გასაგონად" და Неделя ობიექტივის ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. კომისიის განმარტებით, აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში ხანგრძლივობის გადაჭარბებითა და ქართული სუბტიტრების გარეშე განთავსდა.

"კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს"

კომისიამ გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.