09 იან 2020 18:16 1409

გადადგება, თუ არა გახარია? - რას ამბობენ მინისტრები?

 

 

„ტვ პირველის” ინფორმაციით, იგეგმება სამთავრობო ცვლილებები, რომლის შედეგადაც, თანამდებობას დატოვებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას ამასთან დაკავშირებით არაადეკვატური უწოდა. ინფორმაცია უარყო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც.

ზაკლალიანის თქმით არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და ეს ინფორმაცია სიცრუეა. 

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, მან ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა:

„მე მგონი, თქვენი ტელევიზია იყო, 3-4 თვის წინ გადამდგარად რომ მაცხადებდა. როგორი სიმართლეც გამოდგა ის, ისეთივე სიმართლე არის ის, რასაც თქვენ საუბრობთ. არასერიოზულია”.

გიორგი გახარიას 2019 წლის სექტემბრამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია ეკავა.