09 იან 2020 18:31 1184
თავდასხმა თელავის უნივერსიტეტის პროფესორზე - "ქართული ოცნების" აქტივისტი პროფესორ თენგიზ სიმაშვილს სახლში შეუვარდა, ჯერ აგინა, შემდეგ კი სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ამ წუთებში პროფესორის სახლში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ . "ოცნების" წევრი, გოჩა გოდერძიშვილი რომელიც თელავის უნივერსიტეტის პროფესორს სასტიკად გაუსწორდა, თელავის მერის გარემოცვის წევრია იგი რეგიონში "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დასაყრდენ ძალად ითვლება.
"სამსახურიდან დავბრუნდი, შევედი სახლშ ხმაური გავიგე და ვიღაც "კაპიშონიანი" ადამიანი შემოვარდა. მეუბნებოდა ძალიან ბინძურ სიტყვებს, მაფურთხებდა და მირტყამდა. მეც დავიწყე წინააღმდეგობის გაწევა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მას შეხვდა გოდერძიშვილი და ჩემს მიმართ დაიმუქრა, რომ ის აპირებდა ჩემს ფიზიკურ ლიკვიდაციას. მე ამ პირთან არანაირი კონტაქტი და შეხება არ მაქვს. ის არის "ოცნების"აქტივისტი და არჩევნებისას ახდენდა ახლგაზრდების მობილიზებას. ვიცი, რომ ის არის თელავის მერის გარემოცვის წევრი"