09 იან 2020 20:38 599

წურწუმიას საქმის მეორე ბრალდებული არ იძებნებოდა დაკავებამდე - ბურძენიძე არ იმალებოდა!

 

 

24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული მეორე პირი - ვახტანგ ბურძენიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ის მკვლელობის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებული წარდგენილ დანაშაულს არ აღიარებს:

 

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მიმალული იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო და კატეგორიულად გამორიცხავს ბრალად შერაცხულ ქმედებაში მის მონაწილეობას"