09 იან 2020 21:33 1877

"ხელოვნურად ცდილობენ ბიზნესმენების გაკოტრებას, საბაჟოსაც ამისთვის იყენებენ" - სკანდალი მთავრობაში

 

 

იმ ფონზე, რომ ხელისუფლება და ბატონი პრემიერი ყოველ დღე ამაყად იშველიებს ეკონომიკური ზრდის პროცენტებს, მაშინ, როცა გახარია ბიზნესის ხელშეწყობაზე საუბრობს - რა ხდება სინამდვილეში ქართულ ბიზნესში?

"ალიას" დაუკავშირდა ავდოკატი ნინო შავგულიძე, რომელიც გაუგონარ ამბავს გვიყვება:

 

"12 დეკემბერს ფირმამ "მსოფლიო ტანსაცმელი" შემოიტანა მეორადი ტანსაცმელი, როგორც აქამდე არაერთხელ შემოუტანია, არაერთხელ გადაუხდია გადასახადები და ასე შემდეგ.

გააჩერეს და უთხრეს რომ უნდა შეემოწმებიათ საბუთებიც და ფუთებიც - შეამოწმეს და ეუბნებიან რომ ეს არის მეორე კატეგორიის ტანისამოსი.

პირველ კატეგორიაში კილოგრამში იხდი - 36 ლარს და პირველი კატეგორიაა ახალი ტანისამოსი.

მეორე კატეგორიაში კილოგრამში იხდი - 20 ლარს და მეორე კატეგორია შერეული ტანისამოსო, ახალი და ცვეთა მიღებული.

მესამე კატეგორიაში კილოგრამში იხდი - 5 ლარს, ეს არის ტანისამოსი, რომელსაც უკვე აქვს გარკევული ცვეთა, ნაცვამია.

წლების მანძილზე შემოაქვს მესამე კატეგორიის ტანისამოსი, წლებია პრობლემა არ შექმნია. 

საბუთები არის წესრიგში, საბუთებში მითითებულია რა პროდუქტია ნაყიდი და რა ფასად, ვინ მისცემდა ასეთ ფასად ახალ ტანსაცმელს?

გარდა ამისა, როცა მეორად ტანისამოსი მოგაქვს, მას უტარდება გარკვეული სახის დეზინფექცია, ესხმება სპეციფიური სითხე, ვინ ჩაუტარებს დეზინფექციას ახალ ტანსაცმელს?

მშვიდად იყო ჩემი კლიენტი, რადგან იცის, რომ ნამდვილად მესამე კატეგორიის ტანისამოსი აქვს შემოტანილი, ამიტომ დაემორჩილა უსიტყვოდ მებაჟეებს და დაელოდა მათ მიერვე მოყვანილ ექსპერტებს.

გვაქვს ვიდეო ჩანაწერები, როგორ მოიყვანეს ორი ექსპერტი და ორივემ ადგილზევე განაცხადა - რა გინდათ, რას ერჩით, რა მეორე კატეგორიაო.

მოიყვანეს მესამე ექსპერტიც, ვინმე ალექსანდრე კირაკოზოვი, რომელმაც დაწერა, რომ არა - მეორე კატეგორისააო.

ჩავატარეთ კერძო ექსპერტიზა, რაკი, სამხარაულს არა აქვს მსგავსი ტიპის ექსპერტიზები, მივმართეთ ნიკოლეიშვილის ერთ-ერთ საექსპერტო ბიუროს, სადაც დაგვიდგინეს, რომ ნამდვილად მესამე კატეგორიის პროდუქტია შემოტანილი.

მივედით საბაჟოზე ისევ, ეს ხდება თბილისში, გეზი ნომერი პირველი, უფროსი დავით ბურჯაძე, ვაჩვენეთ ბატონ დავითს ექსპერტიზი პასუხი - მაინც არაო.

კარგი, არა და არა, რა ვქნათ, უნდა ვიდაოთ მაშინ და რომ ვიდაოთ, ხომ უნდა გადააგზავნოს საბუთები საბაჟომ ფინანსთა სამინისტროში?

12 დეკემბრიდან დღემდე საბუთებს არ აგზავნიან ფინანსთა სამინისტროში.

ბატონო დავითის პასუხი არის ერთი და მოკლე - ვფიქრობ!

და 12 დეკემბერს მერე ფიქრობს, მაგრამ მისი ფიქრი, ჩემს კლიენტს, ცოტა არ იყოს ძვირად უჯდება, ყოველ დღე ტრაილერს უხდის 150 დოლარს და ტანისამოსი უკვე ინესტება და მალე ლპობას დაიწყებს, ცალკე ის ექნება გადასაყრელი.

ბატონი დავითის ბოლო პასუხი იყო, ოფიციალურად ჩემთან დევს საბუთები, მაგრამ არაოფიციალურად გადავეცი ფინანსთა სამინისტროსო.

რას ქვია არაოფიციალურად გადასცა, სიტყვიერად უთხრა?

საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს გამოძიებას და ამ პროცესში, ტრაილერი აღარ იქნება გაჩერებული, არც იმ 150 დოლარს გადაიხდის შემომტანი და პროდუქტიც არ გაუფუჭდება. 

მაგრამ მერე არ ექნებათ შანტაჟის იარაღი, ახლა სანამ ტრაილერი გაჩერებული ჰყავთ და ვალებში აგდებენ - კიდევ აქვთ იმედი, რომ ისესხებს და მეორე კატეგორიის ბაჟს გადაიხდის. მთავარია მეტი გადაახდევინონ და ბიუჯეტი შევასონ, როგორმე.

აკოტრებენ ბიზნესმენებს გამიზნულად, რამე სხვა სახელი ქვია ამას?"

 

 

 

 

ადვოკატს ხელ აქვს ორი საბუთი, ორი ექსპერტიზის დასკვნა - განსხვავებული ტექსტით, ამ ორიდან ერთი იტყუება, უცილობლად, ხო? ორივე მართალი ხომ ვერ იქნება?

იმედია, ვინმე ამასაც გამოიძიებს, პროკურატურა მაგალითად, ყალბი საბუთის დამზადება ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია?

ისევე, როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობა  - საბაჟოს დეპარტამენტში დევს ექსპერტიზის ორი დასკვა, იცის, ხვდება, რომ ერთი ამ ორიდან გაყალბებულია და არც უცდია პროკურატურისათვის მიმართვა.

რაც შესაბამისად, ეჭვებს ბადებს, რომ მის მიერ მოყვანილი ექსპერტის დასკვნაში ეპარება ეჭვი (?)

 

საბაჟო დეპარტამენტში დამიდასტურეს, რომ 12 დეკემებრს შესული ტრაილერი მართლაც გაჩერებული ჰყავთ და დღემდე დოკუმენტაცია არ არის გადაცემული სამინისტროსთვის.

რატომ და მძიმე საქმეაო, ოღონდ რატომაა მძიმე ჯერ ვერ გეტყვითო, ხვალო...

ხო, ხვალაც ამ თვისაა, კი.

მძიმე საქმეა, კი, ისედაც დაქცეულ ქვეყანაში, ბიზნესის ხელოვნურად გაკოტრების მცდელობა - მძიმეა ნამდვილად, უფრო მძიმე, თუ რამე საეჭვო საბუთიც აქვთ და აქამდე არ გადასცეს შესაბამის უწყებებს და განსაკუთრებით მძიმე, რომ საბაჟო დეპარტამენტს უდევს ორი განსხვავებული ექპსერტიზის დასკვნა, იცის რომ გაყალბება დანაშაულია და თავში აზრად არ მოსდის პროკურატურას მიმართოს. 

რას უყურებს ამ დროს ფინანსთა მინისტრი და პრემიერი?

ა, ხო, ეკონომიკური წინსვლის 7 პროცენტიან გრაფას!

ნეტავი, ეს გრაფაც იგივე ექსპერტს ხომ არ შეადგენინეს?

 

ალია, თამო კეშელავა