09 იან 2020 23:15 1065
დეკანოზი გიორიგი მამლაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ დეკანოზის ოჯახი პრეზიდენტის სახელზე სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
"ვამზადებთ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ამ ადამიანმა, ე.წ. პრეზიდენტმა დაარღვია ჩემი ძმის მიმართ, ვფიქრობ, მიზანმიმართულად, უდანაშაულობის პრეზუმფცია. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით, პატრიარქის მკვლელობაში. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და პატივისა და ღირსების შელახვის გამო.
სასამართლომ, რომელმაც ჩემს ძმას აბსურდული ბრალდებით 9- წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, რა თქმა უნდა, მცირე შანსებია, რომ დააკმაყოფილოს სარჩელი, მაგრამ ჩვენ, ოჯახი ყველა გზით ვცდილობთ, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. დააკმაყოფილებენ თუ არა, მე ეჭვი მეპარება”