10 იან 2020 02:30 26778
მარტვილის სოფელ ტალერში, 7 იანვარს 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ჯემალ მალანიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. ბრალდებულმა განზრახ მკვლელობა სამზარეულოს დანის გამოყენებით ჩაიდინა. თავად დაკავებული ბრალს აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ განზრახ მკვლელობა არ ყოფილა და ის თავს იცავდა.
"შობის ღამეს მოვიდნენ ჩემთან. ორნი იყვნენ. გარდაცვლილმა დალია 4-5 ჭიქა, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა, რატომ ცხოვრობ საზღვარგარეთ, როდესაც შენი ცოლი აქ მარტო წვალობსო. ამაზე წავკინკლავდით, მერე წავიდნენ. ცოტა ხანში ეს დაბრუნდა მარტო. დედაჩემმა უთხრა, წადი აწი შვილო სახლშიო, რა დროსაც ხელი ჰკრა და შეაგინა მოხუცს. მერე მე დამიძახა, მოდი აქო და მეც მაგინა. განერვიულებულმა რა ავიღე ხელში, არც მახსოვს. შეშინება მინდოდა. წადი, თორემ მოგკლავ-მეთქი, რა დროსაც ყელში მწვდა, დავარტყი მაგრამ არ მახსოვს რამდენჯერ და სად", - ამბობს დაკავებული.
მარტვილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 7 იანვარს 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.