10 იან 2020 02:33 1005

ბუნებრივი თილისმა - ოჯახის მცველი მცენარეები

 

 

უძველესი დროიდან ადამიანები ოჯახურ კერას იცავენ ნეგატიური ენერგიისგან. იმისათვის, რომ თქვენი სახლი იყოს მყუდრო, ბედნიერების მომტანი და პოზიტიური ენერგიით სავსე, გამოიყენეთ ოთახის მცენარეები, რომლებიც თილისმა იქნება თქვენს ოჯახში. მათ შეუძლიათ ნეგატივის ამოცნობა და მისი მომენტალურად გაქრობა.

დღის მანძილზე უარყოფითი ენერგია და ემოცია დიდი რაოდენობით ტრიალებს ჩვენს გარშემო. სახლში ამ ენერგეტიკის შეტანა ისე გვიწევს, რომ თავადაც ვერ ვაცნობიერებთ, რაც თავის მხრივ ოჯახურ სიმყუდროვეს არღვევს. სახლში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ ყვავილები და მცენარეები, რომელთაგანაც ბევრი გამონაკლის ენერგეტიკას ატარებს და ნეგატივს იგერიებს.

კარდუსი

ეს ეკლიანი მცენარე წარსულში კართან ეკიდათ. ის კომფორტის დამცველი იყო და ბოროტი მიზნების ადამიანებს კარებშივე განაიარაღებდა. მას ასევე დგამდნენ საძინებელსა და თავლებშიც. ძველი რწმენის მიხედვით ამ მცენარეს შეუძლია დაიცვას ადამიანებიც და ცხოველებიც.

ჰიპერიკუმი (წმინდა იოანეს ვორტი)

ამ მცენარეს ლამაზი ყვითელი ყვავილები აქვს და ის არამარტო სახლს იცავს, არამედ ძალიან სასარგებლო წამალიც არის. მის ყვავილებს აგროვებდნენ პარასკევობით, რწმენის მიხედვით, მას სწორედ ამ დღეს აქვს დამცავი ფუნქცია. ყვავილების თაიგულის დადება უმჯობესია ზღურბლთან, რათა შეძლოს ოჯახის დაცვა ავი სულის, თვალისა და ძალისგან. მცენარე ეზოშიც შეგიძლიათ დარგოთ და სახლის დაცვა ასე გააძლიეროთ.

კაქტუსი

ეს ეკლიანი ბურთულები კარგად იცავენ სახლს ნებისმიერი ნეგატივისგან. მათი დახმარებით ნეგატიურ და აგრესიულ ენერგეტიკას შემოსვლაც კი გაუჭირდება თქვენს ოჯახში. კაქტუსის ადგილი საძინებელში ნამდვილად არ არის. უმჯობესია მისაღების მზიან მხარეს დადგათ, რომ სინათლის ენერგიით იკვებონ და მიღებული ენერგია სახლის აურის დაცვისკენ მიმართონ.

გერანია

ამ მცენარის სურნელი დააფრთხობს ნებისმიერ ავ სულს, აგრესიასა და ნეგატივს. ქოთნები უმჯობესია დადგათ ისეთ ადგილებში, სადაც ნეგატიური ენერგიის დაგროვებას გრძნობთ. თუ ყვავილი ავადდება, ესეიგი სახლში არსებულ ნეგატივ იწოვს. დაავადებული ყვავილი სახლიდან უნდა გაიტანოთ და რაც შეიძლება შორს მიწაში ღრმად ჩაფლოთ ქოთანთან ერთად, გამხმარი ხის ძირში, რათა ნეგატიური ენერგია ჩაიკეტოს მიწის ქვეშ.

 

აზალია

ამ ნაზ მცენარეს არ შეუძლია ჭორების და არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების ატანა. ის სასტუმრო ოთახში უნდა დადგათ, რადგან კარგად ცნობს აგრესიულად და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს და მათ მიერ შემოტანილ ენერგეტიკას აძევებს სახლიდან.

ფულის ხე

ეს მცენარე მატერიალური კეთილდღეობის ერთ-ერთი თილისმაა. ყვავილის ქოთანში ჩარგვამდე, აუცილებელია მიწაში ჩაფლათ რკინის ფული, ოჯახში სიმდიდრის მოსაზიდად. ფულის ხეს უყვარს მოფერება და შექება ოჯახის ბიუჯეტში შეტანილი წვლილის გამო. ამ უნიკალურ მცენარეს ნიშნის მოცემაც კი შეუძლია მატერიალური სიტუაციის გამოსწორებისას - ასეთ დროს ის ყვავილობას იწყებს და ოდნავ შესამჩნევი სურნელიც აქვს.

ბეგონია

ამ ხმელ ყვავილს შეუძლია კონფლიქტური სიტუაციების გაქრობა და ოჯახური კეთილგანწყობილი ენერგეტიკის მოტანა. ის ანეიტრალებს ნეგატიურ ვიბრაციებს, მოაქვს კომფორტი და ჰარმონიული ურთიერთობები. რიგ შემთხვევებში, როცა ოჯახში კონფლიქტია, მცენარე ავადდება და იღუპება, რადგან მთელ თავის ენერგიას ოჯახური ატმოსფეროს დაცვაზე ხარჯავს.

ევფორია

ეს ყვავილი სახლის ენერგეტიკის დამცველია. ოჯახის წევრებს კონფლიქტისგან, სკანდალებისა და ჭორებისგან იცავს. მცენარეს სამკურნალო თვისებებიც აქვს და გამოიყენება გაციების წინააღმდეგ, ტკივილგამაყუჩებლად და აძლიერებს იმუნიტეტს.

ბონსაი

ეს საოცარი მცენარე მატერიალურ კეთილდღეობას იზიდავს სახლში. ოჯახის წევრებს ავსებს დადებითი ენერგეტიკით და თავდაჯერებულობით. მისი ოჯახში არსებობა ხელს უწყობს სახლის ბინადართა ფსიქიკის წონასწორობას და სულიერ სიმშვიდეს. ოთახის ამ ყვავილის ენერგეტიკა სახლს ავსებს სიბრძნით, აქრობს დაძაბულობას, უძილობას და ნევროზულობას.

პიტნა

ამ მცენარეს შეუძლია ოჯახში შემოიტანოს კომფორტი და მყუდროება. მისი ფოთლების ნაზი სურნელი განმუხტავს დატვირთულ ატმოსფეროს და იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობას. პიტნა დიდ ქოთანში უნდა ჩარგოთ, რათა თავისუფლად იგრძნოს თავი. მისი ხშირი გაკრეჭვა ლამაზი ბუჩქის შექმნაში დაგეხმარებათ, მოჭრილი ფოთლები კი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაიში, რაც მოგიხსნით სტრესს, აგრესიას და მოგიწესრიგებთ ძილს.

არსებობს მრავალი მცენარე, რომელბიც სახლში არსებულ გარემოს იცავენ. თითეულ თქვენგან ოთახის მცენარის არჩვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეუძლია. თუმცა, ერიდეთ სახლში ისეთი მცენარეების შეტანას, რომელბიც ენერგეტიკულად არ შეგესაბამებათ, რათა არ მოხდეს ბედნიერების, წარმატებისა და სიყვარულის განდევნა.