10 იან 2020 10:23 835

რაულ ხაჯიმბა ე.წ პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენეს

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დადგენილებას, რომლითაც დე ფაქტო პარლამენტის წევრები რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებენ, ხმა დე ფაქტო პარლამენტის 19-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგ 4 გამოვიდა, ერთმა კი თავი შეიკავა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა.

დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის.

მანამდე რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.