10 იან 2020 10:39 593

პატარა ანიტა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს - „ალბათ, ხვდებით ჩვენს მდგომარეობას“

 

 

ფილტვების არასახრბიელო მდგომარეობის გამო ანიტა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფომრაციას ორი წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარიკა ხუციშვილის თქმით როგორც კი ანიტას ორგანიზმი ანთებასა და ინფექციას დაძლევს, ექიმები მისთვის აპარატის, ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას, აპირებენ.

„ვიცით, ძალიან გველოდებით და განიცდით, მაგრამ, ალბათ, ხვდებით ჩვენს მდგომარეობასაც.

ანიტა ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, როგორც იცით მას დაუდგინდა პნევმონია - რის გამოც უტარდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია.

რადგანაც ფილტვების მდგომარეობა არასახარბიელოა, საჭირო გახდა ბავშვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

მას უკვე სამჯერ შეუცვალეს ანტიბიოტიკური პრეპარატების ჯგუფი, თუმცა, სასურველი შედეგი ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა ვერ გამოიღო.

ნავარაუდებია ინფექციაც, ზუსტი ტიპის დასადგენად დღეს ანიტას ჩაუტარდა ბრონქოსკოპია, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გვეცოდინება.

კვლევის შედეგი ზუსტი ანტიბიოტიკური პრეპარატის შერჩევაშიც დაეხმარება ექიმებს.

როგორც კი ანიტას ორგანიზმი დაძლევს ანთებასა და ინფექციას, ექიმები აპარატის, ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას, ან თუ მაგ დროისთვის გამოჩნდება დონორი - პირდაპირ გულის ტრანსპლანტაციას გეგმავენ“ - წერს მარიკა ხუციშვილი.