10 იან 2020 10:42 349
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე ადამიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროცესი 11:30 საათზეა ჩანიშნული.
ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, კახაბერ კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას საქმეზე 20 დეკემბერს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხა.
შსს-მ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი 2019 წლის 4 ივლისს დააკავა.