10 იან 2020 10:44 1071
ინდოეთში, კარნატაკას შტატში ქალი თავისი დაკრძალვის ცერემონიაზე გონს მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინდური გამოცემა ავრცელებს.
55 წლის მალათი ჩუგულე ქალაქ ბელგაუმის ერთ-ერთ კერძო საავადმყოფოში ძლიერი ცხელებით გადაიყვანეს. კლინიკაში მან გონება დაკარგა, ექიმებმა კი რამდენიმე საათში მისი გარდაცვალება დაადგინეს.
ქალის ნათესავებმა სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადაიხადეს, ცხედარი კი მალათი ჩუგულეს მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. როდესაც ჩუგულეს სახლთან მისი მეგობრები და ნათესავები შეიკრიბნენ და დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადება დაიწყეს, ქალი გონს მოვიდა და წამოდგა.