10 იან 2020 10:56 607

მელანია ტრამპის სამშობლოში, დონალდ ტრამპის ქანდაკება დაწვეს

 

 

მელანია ტრამპის სამშობლოში სლოვენიაში,  მისი ქმრის, დონალდ ტრამპის ქანდაკება დაწვეს. ადგილობრივი პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

თითქმის 8-მეტრიან კონსტრუქციაზე, რომელიც წინა წელს დადგეს, სლოვენიის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში, ტრამპი თავისი საფირმო ვარცხნილობითა და ლურჯ კოსტუმში იყო წარმოდგენილი. მისი მარჯვენა ხელი კი ზემოთაა აწეული, ისევე როგორც „თავისუფლების ქანდაკებას“ ნიუ-იორკში. ტრამპის ქანდაკების შიგნით დამონტაჟებული მოწყობილობის მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტი პირს აღებდა, საიდანაც ზვიგენისმაგვარი კბილები უჩანდა.

ქანდაკების შემქმნელმა, ტომას შლეგლმა განაცხადა: „როგორც ყველა პოპულისტს, ქანდაკებას ორი სახე აქვს. ერთი მხრივ, ის ადამიანური და კარგია, მეორე მხრივ, ის ვამპირია“.

მართალია, კონსტრუქცია მალევე იქცა ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად, თუმცა მისი დადგმით სოფლის მცხოვრებთა ნაწილი აღფრთოვანებული არ აღმოჩნდა.