10 იან 2020 11:01 673
პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მნიშვნელოვანი და სასწაული -უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.
რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!
_ წლის მოვლენა_გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;
_წლის ეკონომიკური მიღწევა _ 1$=3ლარი;
_წლის პოლიტიკური მიღწევა_ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება ( პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);
_წლის პოლიტიკური დაპირება_ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო ( ქუთაისის აეროპორტიდან)
_წლის ანეგდოტი_ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;
_წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა_დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო (ექიმის არა, გიჟის);
_ წლის ტრაგედია_ ერს ისევ ძინავს;
_წლის დიაგნოზი_ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;
_წლის სახალხო მიღწევა_გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;
შობა-ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.”-წერს ოქრუაშვილი.