10 იან 2020 11:06 604

სოხუმის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა

 

 

სოხუმის ცენტრში გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა - ამ ფაქტს ადასტურებს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრიც. თუმცა, რაულ სმირი ირწმუნება, რომ გასროლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ოპოზიციის მომხრეები ამ დრომდე რჩებიან, არ მომხდარა.

პარალელურად, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს
სოხუმის დრამატულ თეატრში.

დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღის ბოლოს ე.წ დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს, სადაც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს.