10 იან 2020 11:48 994
რუსთავის კვების ერთ-ერთი ობიექტის საპირფარეშოში, 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირება გახდა. მამაკაცი ობიექტის თანამშრომელი არ ყოფილა და დაწესებულებაში ქუჩიდან, საპირფარეშოს გამოსაყენებლად შევიდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გარდაცვლილი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შემოიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი. შემოყვანისთანავე დაფიქსირებული იყო გულის გაჩერება, სუნთქვა არ ჰქონდა. არ ვიცოდით როდის დადგა ეს შედეგი და დაწყებულ იქნა რეანიმაცია მთელი მოცულობით. შედეგი სავალალოა დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ.