10 იან 2020 11:58 629

ავსტრალიელი აქლემების გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა

 

 

შეიქმნა პეტიცია, რომელიც ავსტრალიაში აქლემების გადარჩენას ისახავს მიზნად.

მსოფლიოში 10 000 ზე მეტი ზოოპარკი არსებობს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სასიკვდილოდ განწირული აქლემები სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებში განთავსდნენ და გააგრძელონ სრულფასოვანი სიცოცხლე.
 
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მასშტაბური ხანძრის შედეგად გამოწვეული წყლის დეფიციტის გამო, ადგილობრივმა მთავრობამ 10 000 აქლემის ლიკვიდირების გადაწყვეტილება მიიღო. აქედან 1 500 აქლემი უკვე მოკლეს. ავსტრალიის მთავრობა განმარტავს, რომ მწყურვალე აქლემები საშიშროებას წარმოადგენენ მოსახლეობისათვის. მასშტაბურ ხანძარს ავსტრალიაში 500 000 000 ცხოველის სიცოცხლე ემსხვერპლა.