10 იან 2020 12:26 559
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აცხადებს, რომ თურქეთის კლინიკაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ მყოფ ცოტნე გამსახურდიას დაახლოებით კიდევ ორ კვირას არ გააღვიძებენ.
მისივე თქმით, ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ექიმებმა ასე გადაწყვიტეს, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გააღვიძონ.
„პაციენტის მდგომარეობა არის ძველებური. დიდი სიახლე არ მაქვს ჩამოტანილი. ვნახე ცოტნე, არის ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ და ექიმების რეკომენდაციით, კიდევ ალბათ ერთი-ორი კვირა არ გააღვიძებენ. მიიჩნევენ, რომ ასეა საჭირო. ასევე დამიდასტურეს, რომ ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის სტაბილური, არის ძალიან კარგ საავადმყოფოში, კარგი კლინიკაა და არ აკლია მოვლა და ყურადღება,“ - აცხადებს ანა ჯაბაური
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.