10 იან 2020 12:34 645
,მამა გიორგი არის პირადი ტყვე და არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილის, არამედ დიდი ბოროტი გუნდის, რომელსაც დღეს ჰქვია საპატრიარქო", - ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქოს ყველაზე მეტად სიმართლე აღიზიანებს.
,,გუშინ საპატიმრო დაწესებულებაში დეკანოზი მამალაძე მოვინახულე და მას მერე ვფიქრობდი რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სასულიერო პირს და ყველაზე სწორი მაინც არის სიმართლე. სიმართლე კი ყველაზე მეტად აღიზიანებს საპატრიარქოს, რადგან ყველაზე მძიმე დამნაშავეები სწორედ ამ სისტემაშია. ვფიქრობ, მამა გიორგი არის პირადი ტყვე, არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილის, არამედ დიდი ბოროტი გუნდის, რომელსაც დღეს ჰქვია საპატრიარქო. ისინი ცდილობენ გაანადგურონ ადამიანები, რომ არავინ თქვას სიმართლე და არავინ ამხილოს ისინი. საეკლესიო სივრცეში მიმდინარე ბინძური პროცესები სწორედ მათი დაგეგმილია და ეს საიდუმლო არ არის, ამის შესახებ იციან მაღალმა სასულიერო პირებმაც, თუმცა, საუბრობენ ისე, როგორც წმინდანები", - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
მისივე თქმით, საპატრიარქოსადმი ნდობა დაკარგა საზოგადოებამ, რადგან ეს ინსტიტუცია რწმენის ნაცვლად პიროვნების კულტს აშენებს.
,,საპატრიარქო იქცევა უღმერთოდ, რის გამოც საზღაური გარკვეულწილად მიიღეს და საზოგადოებას ნდობა ნაკლებად აქვს. ისინი აშენებენ არა რწმენას არამედ პიროვნების კულტს, რაც აუცილებლად დაინგრევა. მეუფე იაკობი და შორენა არიან ყველანაირი პოლიტიკური და საეკლესიო სიბინძურის გამავრცელებლები და დამგეგმავებიც. ასეთი ადამიანები საპატრიარქოში უპრობლემოდ რჩებიან მაღალ იერარქიებში, რისი მორალური უფლებაც სინოდს არ აქვს და ამ ადამიანებისგან უნდა გათავისუფლდეს ეკლესია. ქრისტიანებს არ უნდა გვეშინოდეს ამ წმენდის პროცესის. მამა გიორგი ცრუ ბრალდების მსხვერპლია. ის არ აღიარებს დანაშაულს და ჩვენც მას ვიცავთ, რადგან ვიცით, რომ არ არის დამნაშავე", - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.