10 იან 2020 14:23 595
სოხუმში, ოპოზიციის მხარდამჭერთა დემონსტრაციების პარალელურად ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებს განუცხადა.
„თქვენ იცით, რომ მას ეუბნებიან წავიდეს. ხაჯიმბამ პასუხი გასცა. ჩვენ 15:00 სათზე უნდა შევიკრიბოთ, რომ მხარი დავუჭიროთ“,-განაცხადა არშბამ.
მან მხარდამჭერებს მოუწოდა, დაურეკონ ნათესავებსა და ნაცნობებს და აქციას შეურთდნენ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.