10 იან 2020 14:45 606

"მტკიცებულება მიუთითებს, რომ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით"

 

 

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი თეირანში ირანის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდო.

 

“ჩვენ სადაზვერვო ინფორმაცია გვაქვს მრავალი წყაროსგან, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისგან და ჩვენივე დაზვერვის სამსახურისგან. მტკიცებულება მიუთითებს, რომ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით. რაც გუშინ მოხდა, ეს ტრაგედიაა”

 

ავიაკატასტროფის შესახებ საეჭვო გარემოებებზე მიუთითა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

სანამ კანადის პრემიერი აღნიშნულს საჯაროდ იტყოდა, ამერიკულმა მედიამ პენტაგონისა და აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.