10 იან 2020 15:00 926

სქრინი ყალბია? - ვინ და როდის გაუვრცელა თალაკვაძეს ყალბი ფოტო?

 

ცოტა ხნის წინ, გაჩვენეთ, "ნიუპოსტის" მასალა, იმასთან დაკავშირებით, რომ თალაკვაძემ, ივანიშვილს ლექსი მიუძღვა და მერე წაშალა.

ამჯერად, გთავაზობთ factchek.ge-ს მასალას, სადაც ამტკიცებენ, რომ სქრინი ყალბია.

"10 იანვარს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ფოტო (ე.წ. “screenshot”), სადაც მოცემულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ოფიციალური Facebook გვერდის მიერ გამოქვეყნებული ლექსი. სავარაუდოდ, თავდაპირველად ფოტო ატვირთა Facebook მომხმარებელმა საკუთარ პირად გვერდზე, სადაც იგი თავად მიუთითებს, რომ ორიგინალი პოსტი არჩილ თალაკვაძის გვერდზე აღარ იძებნება.

ფოტოზე დრო შემდეგნაირად არის მითითებული - 23:45am. Am (Ante Meridiem - ლათინურად შუადღემდე) და PM (Post Meridiem - ლათინურად შუადღის შემდეგ) არის დროის აღწერის 12-საათიანი ფორმატი. AM აღნიშნავს ღამის 12 საათიდან და დილის 12 საათამდე პერიოდს, ხოლო PM - პირიქით, დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე. 23:45am ფორმატი არ არსებობს და Facebook-ზე მსგავსი ჩანაწერი ვერ იქნებოდა. ფოტო, რომ რეალური იყოს მასზე მითითებული დრო იქნებოდა შემდგენაირად: ან 24 საათიანი ფორმატით 23:45, ან 12-საათიანი ფორმატით - 11:45 pm.

შესაბამისად, გავრცელებული მასალა არის ყალბი ფოტო."

 

ასეა, თუ ისე, ლექსი მეფეზე ბიძინაზე, შთამომავლობას არ უნდა დავუკარგოთ, მეგობრებო!