10 იან 2020 15:32 1224

"რუსეთი სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ"

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განცხადება გააკეთა:

 

"იქ რუსეთი სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ის აკონტროლებს მხოლოდ ე.წ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და მძიმე უკონტროლო სიტუაციასთან, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, რომ აფხაზეთში სიტუაცია იყოს მშვიდი, ვინაიდან იქ ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ.

ცხადია, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს ამ საქმეში"