10 იან 2020 15:35 425
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა დაიწყეს. ბრალდებულები მიიჩნევენ, რომ უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და შიმშილობაც პროტესტის ნიშნად დაიწყეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით ის სამართალდამცველი დაიკითხა, რომლებიც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს პარლამენტთან იმყოფებოდა. მომდევნო სხდომა 13 იანვარს, 10:30 საათზე ჩაინიშნა.