10 იან 2020 15:42 955
საბერძნეთში, ათენთან ახლოს მდებარე ქალაქში მამაკაცმა 12 წლის მოზარდის, სექსუალურად შევიწროვება სცადა. პასუხად კი, ნოკაუტი და პატიმრობა მიიღო. ინფორმაციას ბერძნული სააგენტო ავრცელებს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორში 12 წლის გოგო ავიდა. 26 წლის ალჟირელი მამაკაცი, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების წევრი აღმოჩნდა, მოზარდს აეკიდა. მან გოგოს სექსუალურად შევიწროვება სცადა. თუმცა, მოზარდი კუნგ ფუს პროფესიონალი სპორტსმენი აღმოჩდა, მან რამდენიმე დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო დამნაშავე.
მსგავსი მოგერიების შემდეგ, დასისხლიანებული დამნაშავე გაქცევას შეეცადა, თუმცა, მშობლებმა პოლიცია ჩარიეს და ოფიცრებმა მამაკაცი მაშინ დააკავეს, როცა სხვა ავტობუსით აპირებდა გადაადგილებას.