10 იან 2020 15:49 812

"ქართული მიწა 250 მილიარდ $ იყიდება უცხოელებზე, მიწის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს"

 

 

რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"თქვენ თუ იცით, რა ღირს საქართველო?

ხო, თუ იცით, რა ფასში ყიდიან ამ ქვეყანას.
კითხვა არაა რიტორიკული, და არც პათეტიკური. რეალური, ლარებში და დოლარებში გამოხატული ფასი აქვს მიწას, სადაც ვცხოვრობთ. ეს ფასი ჩვენდა უკითხავად დაადეს ამ ქვეყანას. და გასაყიდადაც გამოიტანეს.
და სანამ ვიტყოდე ფასს, მანამდე ერთ ტენდენციას მინდა გავუსვა ხაზი, როგორც სისტემის მახასიათებელს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მიიღო მემკვიდრეობად ახალმაც.
როცა ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი დგება, სისტემა ცდილობს მოსახლეობას სხვა თემებზე გადაატანინოს ყურადღება.
ნუ დავემსგავსებით იმ მშიერ ცხვრებს ჭერზე რომ მჩხავანა კატას ჩამოუკიდებენ გასართობად და უკვე მერამდენედ.
მიწის გარეშე ყველა დანარჩენი საკითხი აზრს კარგავს.

 


ჯერ კიდევ 2014 წელს მომზადდა სიტუაცია ქვეყნის 125 მილიონ დოლარად გასაყიდად.
ვისაც ახსოვს, 2014 წლის დეკემბერში გააუქმეს მორატორიუმი მიწის უცხოელებზე მიყიდვის შესახებ და პროცესი დაიწყო. უცხოელები უკონტროლოდ ყიდულობდნენ ქართულ მიწას, ინდოელებს სიღნაღის რაიონში უკვე ნაყიდი აქვთ 3500 ჰექტარი მიწის ნაკვეთები და იქ უკვე 550 ინდური ოჯახი ცხოვრობს. გორსა და ქარელში 330 ჰექტრამდე მიწა აქვთ შეძენილი, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში იტალიელებზე, ფრანგებზე, ებრაელებზე, ჩინელებსა და გერმანელებზე 15 550 ჰექტარი, აქედან 12 ათასი ჰექტარი ტყის მასივებია გასხვისებული. სულ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 30 000 ჰექტარი უკვე უცხოელებზეა გაყიდული. ამავე დროს, მორატორიუმის გაუქმებისთანავე ეკონომიკის სამინისტრომ ჩასაფრებულივით სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა განაახლა. ამ დროისთვის, 172 ათასი ჰა. სახნავ-სათიბი მიწაა საპრივატიზაციოდ იყო გამოტანილი. 1 ჰექტარის საშუალო ღირებულება 625 ლარი იყო 2015 წლისთვის . დაიმახსოვრეთ ეს რიცხვი.


32 563 ჰა.სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უკვე ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესება.
ვისაც ახსოვს მოვლენების განვითარება, ემახსოვრება 2017 წლის 15 მაისს ფილარმონიაში კონსტიტუციის განხილვის დროს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოთქმული პროტესტი, შემდეგ ტელევიზიასთან გადავინაცვლეთ. პროტესტი გაიზარდა და ხელისუფლება იძულებული გახდა მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა კონსტიტუციაში ჩაეწერა. თითქოსდა შედეგი მიღწეულია, მიწა დაცულია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ზუსტად ორი თვის შემდეგ კანონში შევიდა ცვლილება და ბანკებს ჩადებული მიწების უცხოელებზე მიყიდვის ნებართვა მიეცათ, რამაც სრულ ფიქციად გადააქცია კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერი, და პროცესი კვლავ გაგრძელდა. მიწები კვლავ უცხოელებზე იყიდება.
არსებული ინფორმაციით ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში 400 ათასი ჰექტარი მიწაა, რომლის საერთო ღირებულება 1 ჰექტრის დაწესებული 625 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 250 მილიონ ლარს, ანუ მაშინდელი კურსით დაახლოებით 125 მილიონ დოლარს. ..
აი, ამ თანხაში გაიყიდება ტერიტორია, რომელსაც ჯერ კიდევ ქვია საქართველო.
და ისევ დავსვამ კითხვას, როგორც მაშინ, როცა წინა პუბლიკაციაში ბინათმშენებლობის ბუმის, და ბინების უცხოელებზე გაყიდვის მიზეზებს შევეხე..
კითხვები არის?"