10 იან 2020 16:01 1486

"ჩაჯდა ნაგავში, ჭამა ნაგავში, დატოვა თავისი ნაგავიც და წავიდა"- რა მოხდა აეროპორტის სასადილოში?

 

ორგანიზაცია "ახალი სიცოცხლის" დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

გუშინ რომ მოვფრინავდი აეროპორტში ერთი დიდი სასადილო ტერიტორია იყო ბევრი ხალხით და ბევრი მაგიდით. ვნახე თავისუფალი მაგიდა დახვავებული ნაგვით. გავასუფთავე იქაურობა, დავითი ყავის მოსატანად წავიდა და მე ველოდები . მოვიდა ერთი ქალი დავჯდები მეც აქ შევჭამო. არა, ჩემს ქმარს ველოდებიმეთქი. მერე რა, სამი სკამი დგას და სხვაგან ადგილი არ არისო. აგერ გაიხედე მეთქი და დავანახე ორი თავისუფალი მაგიდა. მაგ მაგიდებზე 10 კაცის ნასუფრალიაო. აქაც 10 კაცის ნასუფრალი იყო, მაგრამ მე დავალაგე მეთქი. გაბრუნდა ეს ქალი და ამასობაში დავითიც მოვიდა და მეუბნება დამჯდარიყო რამოხდაო. არა დააკვირდი მეთქი. ესეიგი მიიტანა ეს თავისი საჭმლიანი ლანგარი, დაადო ზედ ნაგავს, ჩაჯდა ნაგავში, ჭამა ნაგავში, დატოვა თავისი ნაგავიც იმ 10 კაცის დატოვებულ ნაგავთან ერთად და წავიდა.... 🙄 Dependent personality საზღვრების პრობლემით, მინდოდა ეხლა ჩემს გვერდით? არ მინდოდა "😍😅