10 იან 2020 16:04 1721
მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს will polstonis პოსტის ქართულ ვარიანტს:
"ყოველ წამს ვიღაც ტოვებს დედამიწას...
ჩვენ ყველა უხილავ რიგში ვართ, არასოდეს ვიცით რამდენი ადამიანია ჩვენს წინ და რამდენი დრო დაგვრჩა...
არ შეგვიძლია ადგილი გავცვალოთ ან გამოვიდეთ რიგიდან...
მაგრამ მანამ, სანამ ჩვენი გასვლის დრო მოვა, ჩვენ შეგვიძლია მოვასწროთ;
-სიყვარული,
-პატიება,
-თანადგომა,
-სიკეთის კეთება,
-მეგობრობა,
-დახმარება,
-ღიმილი,
-სიხარული,
-ერთგულება,
-მადლიერება,
მადლიერება იმისთვის, რომ ვსუნთქავთ, ვარსებობთ და ჯერ კიდევ შეგვიძლია სიყვარული...
და როდესაც ჩვენი ჯერი მოვა, არ დაგვწყდება გული, რომ არ გავუფრთხილდით დროს...
დროს, რომელიც ერთმანეთისთვის მოგვეცა
მიყვარხართ და მინდა ერთად გავუფრთხილდეთ დარჩენილ დროს, რომელიც ყველასთვის სხვადასხვა წუთებს ითვლის."