10 იან 2020 16:13 1109
სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
"არ მჯერა, რომ დადებითად მხოლოდ 52% აფასებს კალაძის მუშაობას, არ მჯერა!
უბრალოდ, 10-დან 8 ადამიანს რომ მოსწონს ქალაქის თავის მუშაობა, აქებს და ამბობს, რომ ასეთი მშრომელი და ამდენი საქმის გამკეთებელი არცერთი ყოფილა, მაშინ, როგორ დავიჯერო, რომ 42% უკმაყოფილოა...
მით უმეტეს, შესადარებლად... მანამდე რომ კორუმპირებული და უნამუსო უგულავა იყო, რომელიც 100-ობით ათასს და 10-ობით მილიონს იპარავდა ყველა ტენდერიდან, თუ კიდევ მეტს არა, რომლებსაც მისიანების შექმნილ ახალ კომპანიებს აძლევდა პირდაპირი წესით ...
მაგალითისთვის, უგულავამ, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, დაახლოებით 150 000$ გადაიხადა საკონცერტო სცენის და ნაძვის ხის მონტაჟსა და დემონტაჟში!!!
არ მეშლება - მხოლოდ აწყობაში და დაშლაში, კაი , ვთქვათ, სცენაც დაექირავებინა 25 000$-ად, დანარჩენი??!!
(თვითონ ნაძვის ხეში, კონცერტში, გირლიანდებში და ილუმინაციებში რა ფული აკეთა, ეს კიდევ ცალკე თემაა)
p.s. ერთხელ არ დავიზარებ და უგულავას გაწერილ 100-ობით მილიონს, სულ კვადრატული მეტრობით დავთვლი, ვიზე რას ლაპარაკობს ეგ მექრთამე-ატკატჩიკი...
ოცნება , მაგარი უსამართლოები ხართ, ათასების მოპარვაზე 10 წელს უსჯით ხალხს და მილიონების მომპარავი უგულავა წითელი კოჭია, სხვაზე ნაკლები რომ იჯდა?
მაშინ, სხვა მექრთამეებსაც დაუკელით სასჯელი..."