10 იან 2020 16:27 891
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია საავადმყოფოში გადაიყვანეს:
ვირუსული ინფექციის გართულებით გამოწვეული პნევმონიის გამო, ხათუნა ხოფერია საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმებმა პაციენტის ჰოსპიტალიზება ლეტალური შედეგის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს.
ხათუნა ხოფერიას გრიპის სიმპტომები ორი დღის წინ დაეწყო, თუმცა პროცესი ელვისებურად განვითარდა. პაციენტს ამჟამად ყველა საჭირო პროცედურა უტარდება.
ინფოფოსტალიონი