10 იან 2020 16:30 485

ვარკეთილში, „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა გზა გადაკეტეს

 

 

ვარკეთილში, „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. ისინი დაშლას არ აპირებენ და სამშენებლო ტექნიკას „ანას ბაღთან” მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

„ჩვენ აქ ვიქნებით და არ დავიშლებით. სამშენებლო ტექნიკას ბაღთან მისვლის საშუალებას არ მივცემთ. თუ გადაგვივლიან, კი ბატონო”, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ანა ქართველიშვილმა.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიის დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივებსა და კომპანია „გისსონის” დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს.